ბელარუსი

ლუკაშენკო იმ ქარხნების დახურვას აპირებს, რომელთა მუშები პროტესტს უერთდებიან

ალექსანდრ ლუკაშენკო
Reuters

ალექსანდერ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის დახურავს იმ ქარხნებს, რომელთა მუშები პროტესტს უერთდებიან. 

"თუ ქარხანა არ მუშაობს, მაშინ მოდით, ორშაბათიდან მის კარიბჭეს ბოქლომი დავადოთ, მოდით, გავაჩეროთ... ხალხი დამშვიდდება და ჩვენ გადავწყვეტთ შემდეგ სამუშაოდ ვინ მოვიწვიოთ." – თქვა მან. 

ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღდეგ გამართულ საპროტესტო აქციას არაერთხელ შეუერთდნენ სხვადასხვა ქარხნებში დასაქმებული პირები. 

17 აგვისტოს ერთერთ უმსხვილეს ქარხანაში სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკოს  არაერთხელ მოუწოდეს გადადგომისკენ.

ბელარუსში თითქმის ორი კვირაა, გრძელდება საპროტესტო აქციები. აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს.

ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

კომენტარები