ავარია

თერჯოლაში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, შემთხვევის შედეგად 4 მგზავრი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები