გიორგი გახარია

გახარია: რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება, სერიოზული პრობლემები გვაქვს წყალმომარაგებაში, მაგრამ ეს პროცესები გრძელდება. წლების განმავლობაში, მაგალითად, კუმისის წყალმომარაგება იყო პრობლემა, ეს პროცესი დაწყებულია და დასრულდება. საირიგაციო, სარწყავი წყლები არის ნაწილობრივ პრობლემა და ესეც დაწყებულია და უნდა გავაკეთოთ. არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ ვართ შეუცდომლები, მაგრამ ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. ყველაზე კარგად ვიცით, რა უჭირს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ რეგიონში, ქალაქში, დაბაში, მუნიციპალიტეტში და სოფელში. ზუსტი გეგმა გვაქვს იმის, რა უნდა გავაკეთოთ, ისევე, როგორც გარდაბანში. აქაც არ ვამბობთ იმას, რომ პრობლემები არ არის. არის ეს პრობლემები, მაგრამ გუნდია, რომელმაც ეს პრობლემები იცის, სად არის და როგორ უნდა აღმოფხვრას.

თქვა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გარდაბანში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარადგინა. პრემიერმინისტრი პირადად მონაწილეობს ყველა კანდიდატის წარდგენის ცერემონიალში.

კომენტარები