არჩევნები 2020

ბიძინა გეგიძე: გადავწყვიტე, ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი

ვაკის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, ქართული ოცნების ყოფილი წევრის, ბიძინა გეგიძის თქმით, ის კენჭისყრას ისევ გეგმავს. ვინაიდან გეგიძე არცერთი პარტიის წევრი არ არის, ხოლო კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა უნდა წარადგინოს, ის დახმარებას მოქალაქეებს სთხოვს.

20 აგვისტოს გეგიძემ ფეისბუქზე დაწერა:

"ჩემო თბილისელებო, ზაფხულის პერიოდში ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა, ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი.

ვინაიდან, ვაპირებ, ვიყო პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, საარჩევნო კანონის თანახმად კანდიდატურის დარეგისტრირება ხდება საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ გექნებათ სურვილი, წარმადგინოთ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით. ველოდები თქვენ გამოხმაურებას მომდევნო ათი დღის განმავლობაში".

ბიძინა გეგიძე ქართული ოცნების წევრი იყო და პარლამენტშიც სწორედ მმართველი გუნდის დახმარებით მოხვდა. ის ოცნებიდან 2019 წლის 1-ელ სექტემბერს გარიცხეს. როგორც თავად თქვა, გარიცხვის შესახებ შეტყობინება Whatsapp-ში მიიღო, გუნდიდან გაშვება კი უზენაესი სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესში გამოთქმულ უკმაყოფილებას დაუკავშირა.

ვაკეში ახლა კენჭს იყრიან:

ელენე ხოშტარია ევროპული საქართველოდან. ის ოპოზიციის კოორდინირებული კანდიდატია.

ლევან კობერიძე ლელოდან;

ნოდარ ტურძელაძე ქართული ოცნებიდან.

კომენტარები