ტურიზმი

29 აგვისტოდან Turkish Airlines შაბათობით თბილისი-სტამბოლის ჩარტერულ ფრენას შეასრულებს

Reuters

29 აგვისტოდან Turkish Airlines თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს. ინფორმაცია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებმა გაავრცელეს. რეისი 26 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს შესრულდება.

"აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება,"- ნათქვამია განცხადებაში. 

ხუთი თვეა, საქართველოში რეგულარული ფრენები აკრძალულია. შეზღუდვა მხოლოდ პარიზის, მიუნხენის და რიგის აეროპორტებს არ ეხება, საიდანაც საქართველოში თვეში ჯამურად 20 ფრენა სრულდება.

კომენტარები