21 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე წუთის წინ განაახლა.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1385 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1128 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.





