ბელარუსი

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საჭოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ალექსანდრ კონიუკი

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა. ინფორმაცია ამის შესახებ ინფორმაცია პრესას მთავარმა პროკურორმა ალექსანდრ კონიუკმა მიაწოდა.

პროკურორის განცხადებით, საბჭოს მიზანი ძალაუფლების მიტაცებაა და მისი ქმედებები საფრთხეს უქმნის ბელარუსის ეროვნულ უსაფრთხოებას და არღვევს ბელარუსის კონსტიტუციას. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს, იმ ქმედებებისკენ მოწოდებას, რომლებიც მიმართულია ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ. 361-ე მუხლი 5 წლამდე თვისუფლების აღკვეთას მოიცავს.

გუშინ, 19 აგვისტოს ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა და თავის გეგმებზე ილაპარაკა. საკოორდინაციო საბჭოს მიზანია ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. სხვა რაიმე პოლიტიკური ან რეფორმების პროგრამა საბჭოს არ აქვს. საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ძალაუფლების ძალადობრივი მითვისება მათ მიზანს არ წარმოადგენს.

საკოორდინაციო საბჭო ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივაა ჩამოყალიბებული. საბჭოში შევიდნენ ნობელიანტი მწერალი, სვეტლანა ალექსიევიჩი და სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და ვიკტორ ბაბარიკოს საარჩევნო შტაბის წევრები.

ალექსანდრ ლუკაშენკო საკოორდინაციო საბჭოს ძალაუფლების ძალადობრივად მითვისების მცდელობაში ადანაშაულებს. მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია გეგმავს რუსეთ-ბელარუსის კავშირიდან გამოსვლას, რუსეთის საზღვართან სასაზღვრო კონტროლის აღდგენასა და ნატოში გაწევრიანებისთვის მუშაობის დაწყებას.

საკოორდინაციო საბჭომ ლუკაშენკო მანიპულაციისა და მოტყუების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არ აპირებს რუსეთ-ბელარუსის კავშირის დატოვებას და საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევას.

კომენტარები