კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: Covid 19-ით ინფიცირებული 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 22-ის – მძიმე

საქართველოს მასშტაბით კოვიდცენტრებში 245 პაციენტი მკურნალობს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, მათგან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 22 პაციენტის - მძიმე.

20 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1370 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1108 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

კომენტარები