ბელარუსი

ბელარუსში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოებში 158 ადამიანი გადაიყვანეს

Валерий Шарифулин / ТАСС / Scanpix / LETA

ბელარუსული მედია NEXTA ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე, ვლადიმირ კარაკინზე, დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოებში ამ დროისთვის 158 ადამიანია მოთავსებული, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. 

უკვე კვირაზე მეტია, რაც ბელარუსში აქციები მიმდინარეობს. აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. 

ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს, რომელმაც დღეს, 17 აგვისტოს გაფიცულ მუშებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ სანამ არ მოკლავენ, ახალ არჩევნებს არ დანიშნავს. 

სპეციალურმა ძალებმა 9 აგვისტოს გამართული აქცია სასტიკად დაარბიეს. ვრცელდება ფოტოები, რომ იზოლატორში გადაყვანილ აქციის მონაწილეებს სცემეს. ჯამში აქციების დროს 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომელთა ნაწილსაც ეტაპობრივად ათავისუფლებენ. 

კომენტარები