დღეს, 17 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე წუთის წინ განაახლა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1341 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1092 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.





