კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი

დღეს, 15 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი. 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 15 შემთხვევიდან 9 პაციენტს სვანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, 4 შემთხვევა უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ერთი კი სატვირთო ავტომობილის მძღოლს უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1088 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში 216 აქტიური შემთხვევაა. კარანტინში 7597 ადამიანი იმყოფება. 

კომენტარები