არჩევნები2020

ბაქრაძე: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან

"სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერ-მინისტრად". - ასე პასუხობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ღამის კურიერის ეთერში კითხვას, იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალური მოძრაობა თავის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, სიებში ჩაწერს ზემოხსენებულ გვარებს, მისაღები იქნება თუ არა ევროპული საქართველოსთვის ასეთ მინისტრთა კაბინეტში ინტეგრირება? 

ბაქრაძის თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოებაში არსებულ განწყობას და აზრს ანგარიში უნდა გაუწიონ. მისივე თქმით, კოალიციურ ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ისეთი ფიგურები, ვისთან ერთად მუშაობასაც შეძლებენ განსხვავებული პარტიის წარმომადგენლები. 

"როდესაც საკითხი მივა კოალიციური მთავრობის შექმნამდე და, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს მოხდება, რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ჩვენი პირობები მომავალ კოალიციურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ კოალიციური ხელისუფლება ყოველთვის გულისხმობს მოლაპარაკებას და შეთანხმებებს პარტიებს შორის. ამიტომ არ იქნებიან ადამიანები, ვინც ჩვენი გადმოსახედიდან მომავალ მინისტრთა კაბინეტში არ უნდა იყოს. მაგალითად სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი არ იქნებიან მინისტრთა კაბინეტში, მათ შორის პრემიერმინისტრად". - ამბობს ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, პიროვნების როლი პარტიაში იყო ერთ-ერთი თემა, რის გამოც ევროპულ საქართველოს ჰქონდა  ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებული ხედვა.

კომენტარები