არჩევნები2020

ვოლსკი: მთავარი კონკურენტი ოცნებისთვის ისევ ოცნებაა, თავისი შეცდომებით, ჩამორჩენებით

ქართული ოცნების მთავარი კონკურენტი, ყოველთვის ისევ ქართული ოცნებაა თავისი შეცდომებით, ჩამორჩენებით, მაგრამ ჩვენ საზოგადოების დიდი იმედი გვაქვს, რომელიც ხედავს, რომ ეს არის პოლიტიკური თავდადებული ძალა თავისი ქვეყნისთვის და თითოეული ადამიანისთვის. 

ასე პასუხობს ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი რუსთავი 2-ის ეთერში ჟურნალისტის კითხვას ვის თვლის არჩევნებში მთავარ კონკურენტად. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები