არჩევნები2020

კაპანაძე: ენმ-ს გადაწყვეტილება, რომ კონკურენტი დაუყენონ ვაშაძეს, არის დიდი შეცდომა

ეს გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის, რომ კონკურენტი დაუყენონ ისანში შეთანხმებულ კანდიდატს - გიორგი ვაშაძეს, არის არასწორი, მცდარი გადაწყვეტილება, არის დიდი შეცდომა და ჯამში ცუდად იმოქმედებს თვითონ ნაციონალურ მოძრაობაზეც და ზოგადად, ოპოზიციის შანსებზეც, რომ ივანიშვილი დაამარცხონ თბილისში. ამისი კარგი წინაპირობა იყო, რომ ყველა ოლქი იყო შეთანხმებული და ყველგან გვყავდა საერთო კანდიდატები. ახლა ეს შეთანხმება იქნა გადახედილი, რაც არის ძალიან ცუდი. 

მიუხედავად ამისა, ევროპული საქართველოს ამოცანა არის, რომ სადაც შესაძლებელია იქ მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ ბიძინა ივანიშვილს, დავამარცხოთ პირველ ტურებში შეთანხმებულ ოლქებში და მეორე ტურებში უკვე ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. 

კიდევ ერთხელ, კარგი იქნება თუ მომავალში მაინც, ის შეთანხმებები, რომელიც არის დადებული ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმდება და არ მოხდება რეგულარულად მათი გადახედვა, როგორც ამას აქვს პრაქტიკა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ. 

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, სერგი კაპანაძე. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტად ხატია დეკანოიძე დაუყენა.

კომენტარები