კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 7 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება, 17-ის მძიმე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდცენტრებში სულ 204 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მისი თქმით, მათგან 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 17-ის კი კრიტიკული. 

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში 3 მძიმე პაციენტი მკურნალობს და მათთან მდგომარეობის პროგრესირება ჯერჯერობით არ შეინიშნება. 

"ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ იყო 32 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 3 და დაგვემატა 2 პაციენტი. ორივე კონტაქტი ლენჯერის დადასტურებულთან კონტაქტია, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენებს რაც შეეხება, 3 მძიმე პაციენტი გვყავს კლინიკაში და ჯერჯერობით მათი მდგომარეობა რჩება პროგრესირების გარეშე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია". - ამბობს ეზუგბაია. 

ეზუგბაიას თქმით, 23 ახალი ახალი შემთხვევიდან 6 პაციენტის ინფიცირების წყარო მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ლენჯერია, 11 ახალი ინფიცირებული უკვე დადასტურებულთან კონტაქტია, 2 შემოტანილი შემთხვევაა - ინფიცირებულები სატვირთოს მძღოლები არიან და ერთიც სამედიცინო პერსონალის წევრი. 

დღემდე საქართველოში ვირუსით ინფიცირების სულ 1 306 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 085 გამოჯანმრთელდა, 17 ადამიანი კი გარდაიცვალა. 

ამ დროისთვის საკარანტინო რეჟიმში 7 635 პაციენტი იმყოფება. 

კომენტარები