ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 13 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდება

13 აგვისტოს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, როსტევანის, დემეტრე თავდადებულის, ანდრონიკაშვილის, ვეფხისტყაოსნის, ოთხი ათასი მესხის, დავარის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.

09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, ვეფხისტყაოსნის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის, ნადარეიშვილის, დელისის და ჯებაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დგებუაძის, უზნაძის, ყიფიანის, აგლაძის, ევდოშვილის, ქუთაისის, გაფრინდაულის და კედიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა მიკრორაიონების, კეცხოველის, კერესელიძის და მწვანე ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და წყნეთის გზატკეცილის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არბოს, ავშნის, მგელაძის, საექიმოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ". – აცხადებს თელასი.

კომენტარები