IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის 46%-ისთვის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 17%-ისთვის მაღალი ფასები

gcn.com

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ეკონომიკური მდგომარეობა – უმუშევრობაა.

ამავე კითხვაზე მოსახლეობის 17%-ს მიაჩნია, რომ მთავარი პრობლემა ეკონომიკური მდგომარეობაა (მაღალი ფასებია), 10% კი ამბობს, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევა სიღარიბეა.

მოსახლეობის 6% მიიჩნევს, რომ ძირითადი პრობლემა ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობაა, 4%-ს ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად ახალ კორონავირუსთან ბრძოლა მიაჩნია, 3%-ს ოკუპირებული ტერიტორიები, 2%-ს შიდა კონფლიქტები, 2%-ს განათლება, 2% კი, კვლავ, ქვეყანაში არსებულ მთავარ პრობლემად ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებს.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 1%-ს ქვეყნის მთავარ პრობლემად კორუფცია მიაჩნია, 1%-ისთვის ძირითადი გამოწვევა სოციალური სერვისებია,  1%-ისთვის სოფლის მეურნეობა, 1%-ისთვის ამჟამინდელი მთავრობა, 1%-მა კი არ იცის ან პასუხს არ სცემს.

მოსახლეობის 3% კი ქვეყანაში არსებულ მთავარ პრობლემად სხვადასხვა მიზეზს ასახელებს (3%-ში გაერთიანდა დასახელებული პრობლემები, რომელთა პროცენტულობაც 1-ზე ნაკლებია).

ამავე კვლევის მიხედვით, კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა თქვენს ქალაქსა თუ სოფელში მოსახლეობის 31% უმუშევრობას, 10% გზებს, 9% ეკონომიკას, ასევე 9% დასალევ წყალს, 5% ეკოლოგიას, 3% სიღარიბეს, 2% დაბალ ფასებს, 2% სოციალურ პრობლემებს,  2% კვლავ სოფლის მეურნეობას, ასევე 2% ტურისტების ნაკლებობას, 1% საცობებს, 1% მელიორაციას, 1% კვლავ დაბალ ანაზღაურებას, 1% საკანალიზაციო სისტემებს, 1%-ისთვის მთავარი პრობლემა გაზის მიწოდებაა, 1% მიიჩნევს, რომ პრობლემა არაფერია. ხოლო მოსახლეობის 8%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს ან არ სცემს. 11%-ისთვის კი მთავარი პრობლემა სხვა მიზეზებია (ამ 11%-ში გაერთიანდა დასახელებული პრობლემები, რომელთა პროცენტულობაც 1-ზე ნაკლებია).

კითხვაზე, თუ რა არის მთავარი პრობლემა თქვენს ოჯახში, მოსახლეობის 29% კვლავ უმუშევრობას ასახელებს, 17% ეკონომიკას, 7% დაბალ ანაზღაურებას, 5% მაღალ ფასებს, 4% სიღარიბეს, 3% ჯანმრთელობის პრობლემებს, 2% ბანკის ვალს, 2% სოციალურ პრობლემებს, ასევე 2% დაბალ პენსიას, 1%-ისთვის კი მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობაა მთავარი პრობლემა, 1% ემიგრაციას ასახელებს, 1% ცუდ საცხოვრებელი პირობებს და 1% კვლავ მედიკამენტების ფასებს.

გამოკითხულთა 6%-ის პასუხი სხვადასხვა პრობლემებია (ამ 6%-ში გაერთიანდა დასახელებული პრობლემები, რომელთა პროცენტულობაც 1-ზე ნაკლებია). 12%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს ან არ პასუხობს, ხოლო 5%-ისთვის პრობლემა არაფერია.

ახალ კორონავირუსთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. ინტერვიუები ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით, პირისპირ, სახლში მისვლით.

კვლევა მოიცავს 1 500 რესპონდენტის პასუხს, რომელთა ასაკიც 18 წლიდან იწყება. კვლევის ცდომილება 2.5%-ია. კვლევა USAID-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები