კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 4 ადამიანი. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

12 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 278 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1058 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 203 აქტიური შემთხვევაა.

 

კომენტარები