რუსული ოკუპაცია

თალაკვაძე 7 აგვისტოზე: ყოველ წელს ხომ არ შეიძლება გვეკითხებოდეთ რატომ არ იყავით გუშინ სადღაც

ყოველ წელს ხომ არ შეიძლება რომ ხელისუფლებას კითხვას უსვამდეთ, რატომ არ იყავით გუშინ ან გუშინწინ სადღაც. მთავარი არის სად ვართ დღეს, ჩვენი გადაწყვეტილებებით და ჩვენი საქმიანობით. საქართველოს ხელისუფლება დღეს დგას იმ გმირების ოჯახების გვერდით და საქართველოს ხელისუფლება დგას ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის სადარაჯოზე. ეს არის უპირველესი. რაც შეეხება, თუ რატომ მოვედით დღეს აქ, მე პირადად, ისევე როგორც მჯერა, ჩემი მეგობრები და კოლეგები, მოვედით აქ იმიტომ, რომ სწორედ დღეს აქ არიან ჩვენი დაღუპული გმირი ჯარისკაცების მშობლები, მეუღლეები, შვილები და ჩვენ გვსურდა მათთან შეხვედრა, თორემ სხვა ნებისმიერ დღეს ჩვენი საქმიანობით, ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენ ყოველთვის პატივს მივაგებთ. დღე არ არსებობს, როდესაც ხელისუფლებას დავიწყებული ჰყავს თავისი გმირები. შესაბამისად, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ დღეს ჩვენ აქ მოვედით, რომ პატივი მივაგოთ ჩვენ გმირებს და მოვედით, რომ შეხვდეთ მათი ოჯახის წევრებს, ვინაიდან ყოველ წელს ჩვენ მოვდივართ ამ ადამიანებთან და ვეკითხებით, რა გჭირდებათ, ხომ არ გჭირდებათ ხელისუფლების ყურადღება და შეგიძლიათ, მიბრძანდეთ თვითონ ოჯახის წევრებთან და ჰკითხოთ ამ ადამიანებს, რამდენად ზრუნავს მათზე ხელისუფლება და რამდენად მათთვის მნიშვნელოვანია თავის ხელისუფლებასთან შეხვედრა დღეს, აქ, ძმათა სასაფლაოზე.

8 აგვისტოს ძმათა სასაფლაოზე მისულმა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ მოვიდნენ 7 აგვისტოს ხელისუფლების წარმომადგენლები ძმათა სასაფლაოზე, როდესაც მათი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება იზიარებს რუსეთის ნარატივს, პროპაგანდას, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და არა 7-ში.

კომენტარები