აგვისტოს ომი

გახარია: სულ ვამბობდით, მშვიდობიანი ქმედებები განვითარებისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა

8 აგვისტოს ომის თემით სპეკულირება არის არა მხოლოდ არაეთიკური, არამედ ქვეყნისთვისაა დამაზიანებელი. ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, რომ აგვისტოში რუსეთმა, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა, გადმოლახეს საქართველოს საზღვარი და სრულმასშტაბიანი აგრესია განახორციელეს – ესე დაიწყო ომი საქართველოში. ამჯერად, დღეს ჩვენ დაკარგული გვაქვს, უკვე სრულად ოკუპირებულია, ქვეყნის ტერიტორიების 20% და ასობით ჩვენი მოქალაქე დავკარგეთ, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა დავკარგეთ.

როცა 20%-ზე ვსაუბრობთ, ხომ არ გგონიათ რომ მხოლოდ მიწაზეა საუბარი? ადამიანებზეა საუბარი. დღეს საქართველოში, მხოლოდ ამ ომის შემდგომ, 30 000 საკუთარი სახლიდან დევნილი ადამიანია – ესაა ამ ომის შედეგი.

რაც შეეხება მომავალს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მშვიდობა და მშვიდობიანი ქმედებები, გონივრული პოლიტიკა, არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს განვითარება. მშვიდობა ნებისმიერი განვითარების უპირობო და აუცილებელი პირობაა.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრ, გიორგი გახარია, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

კომენტარები