გენდერული კვოტირება

გენდერულ კვოტებზე გირჩის სარჩელი საკონსტიტუციომ არსებით განხილვაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური პარტია გირჩის სარჩელი გენდერული კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ არსებით განხილვაში მიიღო. მოსარჩელეები ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არიან. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო "გირჩის" სარჩელი, რომლითაც ვასაჩივრებთ კვოტირების წესს, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს ვალდებულება ეკისრებათ, "ცესკო"-ში რეგისტრაციისთვის პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ადამიანი ჰყავდეთ გასხვავებული სქესის.

ერთის მხრივ, ეს ხელს უშლის "გირჩის" და სხვა მოსარჩელეების პასიური საარჩევნო ხმით სარგებლობის უფლებას. ასევე ეწინააღმდეგება ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების ნებას, იმიტომ რომ "გირჩის" პარტიული სია შედგენილი არის პარტნიორებისა და გულშემატკივრების მიერ. შესაბამისად,  ეს შეზღუდვა, რომელიც პარტიებს ამ რეგულაციის დაცვას ავალდებულებს მიგვაჩნია, რომ არის არაკონსტიტუციური." – განაცხადა ლევან ჯგერენაიამ. 

იმავე ნორმას თამარ ჩერგოლეიშვილის ახალი ქალთა პარტია გაასაჩივრებს.

კომენტარები