ტურიზმი და კორონავირუსი

თურნავა: საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები, ფრენები საკმაოდ ინტენსიურად სრულდება

საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები, ხედავთ, რომ ფრენები საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება, არა ისე, როგორც ჩვენ გვინდა და როგორც შარშან იყო, მაგრამ როგორც შეეფერება იმ მთავარ ამოცანას, რომ ჩვენი ეპიდვითარება უსაფრთხოდ შევინარჩუნოთ.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ რეგულარული ფრენების უფლება მხოლოდ Lufthansa-ს (კვირაში ორჯერ), Air France-ს (კვირაში ორჯერ) და Air Baltic-ს (კვირაში ერთხელ) მისცა. ასევე, აგვისტოში დანიშნა აირზენას 14 ჩარტერული ფრენა. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს - Wizzar-ს და ryanair-ს ფრენების გაუქმება კიდევ ერთხელ მოუწიათ. 6 აგვისტოს საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ აღდგენილი პირდაპირი ფრენები "ზღვაში წვეთია და თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს".

კომენტარები