კორონავირუსი საქართველოში

პრემიერი: სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს ერთი სემესტრის ფულს გადავუხდით

გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტი, რომლის სოციალური ქულაც 150-მდეა, სახელმწიფოს მხრიდან ერთი სემესტრის ანაზღაურებას მიიღებს.

"ასევე, ყველა სტუდენტი 150 სოციალურ ქულამდე, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი თანხის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს, მაგრამ უკვე ერთი წლის სწავლის საფასურს". – ამბობს პრემიერმინისტრი და აღნიშნავს, რომ III ეტაპის სოციალური მხარდაჭერის შეღავათებით 33 000-ზე მეტი სტუდენტი ისარგებლებს.

პრემიერმინისტრის თქმითვე, მთავრობა 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ერთჯერადად 200 ლარით დაეხმარება. 

კომენტარები