არჩევნები 2020

თალაკვაძე: სააკაშვილს სჭირდება სამი "არა", რომ დატოვოს ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამი არა, რომ დატოვოს ნიჭიერი პოლიტიკოსების კონკურსი, მას ორი არა უკვე აქვს 2012 წლის და 2016 წლის არჩევნებში, და მესამე არას მიიღებს 2020 წლის არჩევნებში.

რეალურად, ის უკანონოდ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში, რადგან არ გახლავთ ამ ქვეყნის მოქალაქე, ის უკანონოდ ერევა პარტიების საქმიანობაში, რასაც ასევე კრძალავს დემოკრატიული პრინციპები და პარტიების საქმიანობის პრინციპები.

ის უფრო მეტად საკუთარი პარტიის და ოპოზიციის თავის ტკივილია, ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული და მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის დღეს არ არის მნიშვნელოვანი.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე, რომლის მიხედვითაც, ექსპრეზიდენტი საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იქნება ჩართული.

კომენტარები