არჩევნები 2020

სააკაშვილი: პროვინციელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ჩემს ქვეყანას ჩემზე მაღლა ვაყენებ

მე შეიძლება ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. შეგიძლიათ, გაეცნოთ უკრაინის პრესას და დარწმუნდეთ ამაში. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საერთოდ ლაპარაკი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევეტენო რაღაც კანდიდატურად, არის სასაცილო. ჩვენ ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ საქართველო აღარ გვექნება, საქართველო, როგორც ქვეყანა გაქრება.

საქართველო, როგორც ქვეყანა უკვე გაუჩინარებულია მსოფლიო რადარებიდან. ივანიშვილს სააკაშვილის გაუჩინარება უნდოდა მსოფლიო რადარებიდან, სააკაშვილი რადარიდან არის გამქრალიო, მე ძალიან ნათლად ვარ მსოფლიოს ყველა რადარზე, ხოლო საქართველო აღარაა მსოფლიო რადარზე. განსხვავებით ბევრი პროვინციელი პოლიტკოსისგან, ჩემთვის ჩემი ქვეყანა ბევრად მაღლა დგას, ვიდრე ჩემი მოკრძალებული პიროვნება [...]

ვემზადებით არჩევნებისთვის, ამ არჩევნებზე ივანიშვილი უნდა დავასრულოთ, წერტილი უნდა დავუსვათ ამ უბედურებას და დავიწყოთ საქართველოს ხელახლა მშენებლობა. მეცინება, როდესაც ხალხი თანამდებობებზე ლაპარაკობს, რა თანამდებობებს იყოფთ ხალხო?! ყველაფერი უკან მოგრჩებათ.

ასე პასუხობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტვ პირველის ეთერში წამყვანის კითხვას, თუ რა როლი ექნება მას მოახლოებულ არჩევნებში და შესაძლოა თუ არა, რომ ვიხილოთ ის პრემიერობის კანდიდატად.

კომენტარები