ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილი: მიწა ისე არ უნდა მოცდეს, რომ საკვები შემოსატანი გაგვიხდეს

ჩვენი მიწა ისე არ უნდა მოცდეს, რომ საკვები შორიდან მოსატანი გაგვიხდეს. აი, ამ შემართებით ვიწყებთ მე და ზურაბ მაღრაძე საქართველოს აგრარული ისტორიის გაცნობას ახალგაზრდებისთვის! და ვიწყებთ ჯავახეთიდან! ერთ დროს აქ იწარმოებოდა ხორბალი, ოსპი, ბარდა, მუხუდო, ხოლო უნიკალური ჯავახური სელის ზეთით აქაურები დასავლეთსაც კი ამარაგებდნენ. შეიძლება ტრადიციები მივივიწყეთ, მაგრამ შესაძლებლობები არსად გამქრალა. მიწისადმი ერთგულებას თუ დავიბრუნებთ - ღირსეულ ცხოვრებას დავიბრუნებთ ქართველები!

ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, Facebook-ზე წერს. მას პოსტისთვის თან დართული აქვს ვიდეო, სადაც ის და ზურაბ მაღრაძე ჯავახეთის აგრარულ ისტორიაზე ლაპარაკობენ.

კომენტარები