ალეკო ელისაშვილი

ელისაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება

IPN

კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება.

ელისაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ წარდგენილი მუხლი "აბსოლუტურად აბსურდულია" და ბრალს არ აღიარებს.

"ფაქტია, რომ დღეს არ დამიჭირეს. სამწლიანი მუხლით არის ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრული. 6 თებერვალს იქნება მომდევნო სხდომა, აბსოლუტურად აბსურდული მუხლი მაქვს წარდგენილი - პოლიტიკური დევნის. გიორგი გახარიას რომ 5 კაცი ურტყამდა, პრემიერმინისტრი რომ იყო კაცი და ყველა მაღალი თანამდებობა ეკავა, არ აღძრეს საქმე პოლიტიკური დევნით, თურმე ეგ არ ყოფილა პოლიტიკური ანგარიშსწორება, მაგრამ მე რომ ვიღაცა ქოციან, ოხერ, კაციშვილმა რომ არ იცის ვინ არის, ალი ბაბაევს შემოვცხე, როცა რამდენჯერმე შემაგინა - აღძრეს პოლიტიკური დევნით". - თქვა ელისაშვილმა.

ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ძალადობის გამოყენებით ჩადენილი პოლიტიკური დევნა ედება, საქმე სისხლის სამართლის 156-ე მუხლით არის აღძრული.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 16 დეკემბერს გაათავისუფლა. სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.

კომენტარები