ჩემს ცხოვრებაში ლამის ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ყველა ქალი იყო, მათ შორის, პრეზიდენტი და კაცი მარტო მე ვიჯექი, ტორტის მარწყვივით [...] არჩევნებზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ისე არ ყოფილა - სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ აი, ახლა მე ვიქნები ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა, დროშით გაგიძღვებით და დანარჩენებმა ხმალი ალესეთო - ასეთი რაღაც არ ყოფილა. უბრალოდ, აზრები გავცვალეთ, წინ რა გველის, რამდენად რთული იქნება, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ რაღაც ცვლილებები მოხდეს და ა.შ.
tbl.ge/6qv5
დაკოპირდა

თქვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. დღეს, 4 აპრილს, ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი ქალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ალეკო ელისაშვილს შეხვდა.
ამავე თემაზე
- რუსეთის სასამართლომ ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- ელისაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 6 თებერვალს გაიმართება
- ელისაშვილი: ჩემზე ძალადობიდან 20 დღეზე მეტი გავიდა, ბრალიც არავისთვის წარუდგენიათ
- ელისაშვილი: რამდენიმე პოლიციელი მირტყამდა გამეტებით, ნეკნი მაქვს მოტეხილი
- ელისაშვილი ლელოს, გახარიას, გირჩს და ანა დოლიძეს გაერთიანებას სთავაზობს




