ჭიათურა

ჭიათურაში დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში, დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა გუშინ, 2 აგვისტოს, მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი დამხმარე სათავსოში შევიდა და ელექტროგაყვანილობას შეეხო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები