ჭიათურა

კუპრაძე: ჭიათურაში აიძულებენ, აიყარონ და გადასახლდნენ, ახალი ოსმალობა თუ თურქობაა

მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ჭიათურას, სადაც 85-ე დღეა, მიმდინარეობს გაფიცვა და დღეს იქ მაღაროელებმა პირი ამოიკერეს, იმ დონემდე მივიდნენ. 85-ე დღეა, ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი პასუხები ამ ადამიანების მიმართ. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელსაც თხრიან, ანადგურებენ, სახლებიდან აგდებენ და აიძულებენ, რომ აიყარონ და გადასახლდნენ. ეს არის რაღაც ახალი ოსმალობა თუ თურქობა, თუ რა ჰქვია, არ ვიცი, წარსულში რომელიც გვინახავს ჩვენ. ძალიან მძიმე სანახავია. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ოპოზიციას, აქტიურად ჩაერთონ ჭიათურის პრობლემის მოგვარებაში

ამბობს ლელოს წევრი, ირაკლი კუპრაძე მთავართან ინტერვიუში ჭიათურაში სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტზე საუბრისას.

კომენტარები