ეკონომიკა

ივლისში ინფლაციის მაჩვენებელმა 5.7% შეადგინა

Reuters

საქსტატმა ივლისის ინფლაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ივნისთან შედარებით გასულ თვეში ინფლაციის დონე 0.5%-ით შემცირდა, ამგვარად, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 5.7% შეადგინა. 

კიდევ უფრო მაღალია საბაზო ინფლაციის დონე და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.1%-ს შეადგენს. წლიური ინფლაციის ფორმირებაში, ყველაზე საგრძნობი წილი სურსათისა და უალკჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების გაძვირებას ეკუთვნის - ამ ჯგუფში შემავალი  პროდუქცია წლიურ ჭრილში 11.5%-ით შემცირდა, რაც წლიურ ინფლაციაში 3.5%-ით აისახა.

9%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფის პროდუქციის ფასი, რაც წლიურ ინდექსში 0,.9%-ით აისახა. 

კომენტარები