ავტოსაგზაო შემთხვევა

ლიკანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავებულია 10 ადამიანი

flickr

ლიკანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია 10 ადამიანი – ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბორჯომის ჰოსპიტალში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა სამგზავრო მიკროავტობუსისა და საბარგო ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს  სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები