კორონავირუსი საქართველოში

31 ივლისს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 5 ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.  

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 168 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 940 გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი – გარდაიცვალა. 

31 ივლისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 211 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები