გიორგი გახარია

გახარია 36 მლნ-ით მეტ გაცემულ პრემიაზე: ბიუროკრატიაზე ქვეყანაში ხარჯები მცირდება

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას არ უნახავს აუდიტის სამსახურის ანგარიში, რომელშიც 2019 წლის ხარჯების სრულ სტატისტიკაა ასახული და რომლის მიხედვითაც, 2019 წლის განმავლობაში პრემიებზე მთავრობამ 35.9 მილიონი ლარი დახარჯა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 3.6 მილიონი ლარით აღემატება.

გახარია ამბობს, რომ გაეცნობა და დეტალურად განიხილავს, თუმცა, რეალურად, ბიუროკრატიაზე ხარჯები შემცირებულია.

"არ მინახავს, მომაწოდეთ და დეტალურად თქვენთან ერთად განვიხილავ აუდიტის იმ დასკვნას. რეალურად, ბიუროკრატიაზე, საჯარო სექტორზე ქვეყანაში ხარჯები მცირდება. იმ აუდიტორულ დასკვნაში ესეც უნდა იყოს აუცილებლად". - თქვა პრემიერმინისტრმა.

ბიუჯეტის მონიტორის 2019 წლის სტატისტიკა ვრცლად ნახეთ აქ.

კომენტარები