2020 წელს გარდაცვლილები

47 წლის ასაკში, ჯგუფ THE ROOTS-ის წევრი Malik B. გარდაიცვალა

Evening Standard

გარდაიცვალა ამერიკელი მუსიკოსი ჯგუფ The Roots-ის წევრი 47 წლის Malik B. სიკვდილის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მალიკ აბდულ ბასიტი, იგივე Malik B. ჰიპ-ჰოპ კოლექტივს 1987 წელს შეუერთდა. რეპერმა ბენდთან ერთად ოთხ ალბომზე იმუშავა და პროექტი დატოვა. 2006 წელს ბასიტი The Roots-ში ბრუნდება და მეშვიდე ალბომის ჩაწერაში მონაწილეობს. 2005 წელს გამოუშვა სოლო ალბომი Street Assault, მუშაობდა MC Solaar-ის ალბომის ჩაწერაში.

"მძიმე გულებითა და ცრემლიანი თვალებით გაუწყებთ, რომ ჩვენი ძმა და ჯგუფის დიდი ხნის წევრი Malik B. გარდაიცვალა. ჭეშმარიტი მუსლიმი, საძმოს წევრი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული MC. გთხოვთ, ამ მძიმე დროს გვერდში დაუდგეთ მის ოჯახს". – წერია ბენდის პოსტში.

კომენტარები