კორონავირუსი მსოფლიოში

მსოფლიოში COVID 19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა 16 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 16 მილიონს გადააჭარბა.

მათგან 10 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 648 ათასზე მეტი პაციენტი.

24 ივლისს ახალ კორონავირუსი 288 997 ადამიანს დაუდასტურდა. ეს დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია. 25 ივლისს ახალმა შემთხვევებმა მცირედით იკლო. Covid 19 გამოუვლინდა 257 789 ადამიანს.

ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა – 4 315 709; გარდაიცვალა დაახლოებით 150 ათასი პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 მილიონზე მეტი.

ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-ს ბრაზილია მოსდევს – 2 396 434 ადამიანი, დაიღუპა – 86 496, გამოჯანმრთელდა – 1 617 480;

მესამე ადგილზე ინდოეთია –1 389 097; დაიღუპა – 32 127; გამოჯანმრთელდა – 887 295;

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 1131 შემთხვევა დადასტურდა. მათგან 920 გამოჯანმრთელდა, 16 – გარდაიცვალა.

კომენტარები