ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა – არიან დაშავებულები

flickr

დღეს ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა. დაშავებულია 6 ადამიანი. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები