არჩევნები 2020

გახარია: საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირებები სჭირდება

გამოძიების თემასთან დაკავშირებით ვთქვი ის, რასაც აქამდეც ვამბობდი, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას გარკვეული რეფორმირებები სჭირდება. ეს ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ამას ვაკეთებდი შინაგან საქმეთა სამინისტროში. სისტემური განახლება რაც იყო, ეს იყო სწორედ ის რეფორმების მიმართულება, რომელიც უნდა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიური კრიზისი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და ყველაფერი ერთად დაემთხვა. ეს ყველაფერი არის გასაგრძელებელი.

რა თქმა უნდა, გამოძიების ფუნქციის გამიჯვნა აუცილებელია იმისთვის, რომ გამოძიების ხარისხი გაძლიერდეს. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი მართლმსაჯულების სისტემაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ამაზე გეგმებიც გვაქვს, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და ეს ყველაფერი განხორციელდება...

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია.

კომენტარები