აშშ-რუსეთის ურთიერთობები

სენატმა თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც რუსულ გაზსადენებს სანქციებს უწესებს

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი. პროექტში სენატორებმა შეიტანეს შესწორებები, რომელიც რუსულ გაზსადენ "ჩრდილოეთის დინებას" სანქციებს უწესებს. აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 738 მილიარდი დოლარია. 

ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ეკონომიკურ სანქციებს იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც რუსული გაზსადენის მშენებლობის პროექტში ჩაერთვებიან. სანქციები ამ დროისთვის ორ რუსული პროექტის, "ჩრდილოეთის დინებასა" და " თურქულ დინების" წინააღმდეგ მოქმედებს. 

გადაწყვეტილებას სენატორები, ევროპის ენერგოუსაფრთხოებითა და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების სურვილით ხსნიან. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ "ჩრდილოეთის დინება" კიდევ უფრო გაზრდის ევროპის ენერგოდამოკიდებულებას რუსულ გაზზე. 

წარმომადგენლობითმა პალატამ კანონპროექტი 11 დეკემბერს მიიღო. ძალაში შესასვლელად კანონპროექტს ხელი დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. მოსალოდნელია, რომ დონალდ ტრამპი ბიუჯეტს 20 დეკემბრამდე დაამოწმებს. 

სავარაუდოა, რომ ამერიკული სანქციები რუსული გაზსადენის მშენებლობას ხელს დანიის ეკონომიკურ ზონაში შეუშლის.

კომენტარები