არჩევნები 2020

წულუკიანი: [ოპონენტების] მიზანია, წინასაარჩევნოდ საზოგადოება განცდებში, ცუდ ხასიათზე ამყოფონ

ოპონენტების განცხადებებს პოლიტიკური დევნის შესახებ საფუძვლად უდევს პოლიტიკური მიზნები და ქვემიზნები. წინასაარჩევნო პერიოდია და ისინი კიდევ უფრო მწვავედ, დღეებთან ერთად ცდილობენ და კიდევ უფრო მეტად შეეცდებიან მომავალში კვირებში, რომ საზოგადოებაში შექმნან ტოტალური ფსიქოზის განცდა. მათი მიზანია, რომ ჩვენ გვაცხოვრონ ყოველდღიურ სტრესში. ეს არის პოლიტიკურ მიზნად ქცეული, მათი თვითმიზანია. თვითმიზანია იმდენად, რამდენადაც მათ ამ კონტექსტში არ შეიძლება ჰქონდეთ სხვა რაიმე მიზანი. თუ მათ შერჩენიათ რაიმე ტიპის ანალიტიკური უნარი, უკვე იციან, რომ მარცხი არის მათი ბედისწერა და, აქედან გამომდინარე, მიზანი აღარ აქვთ და აქვთ თვითმიზანი, რომ  წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოება მუდმივ განცდებში და ცუდ ხასიათზე ამყოფონ. როცა ცუდ ხასიათზეა საზოგადოება, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანია წარმართო.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია იმედის ეთერში პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, რატომ უკავშირებდნენ ოპონენტები ქვეყანაში კრიმინალის ზრდას ქართული ოცნების მმართველობას.

კომენტარები