თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, სამგორი-2 დასახლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი III მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, გახოკიძის, ბერიაშვილის და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიდი ლილოს მცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვაზისუბნის II, III მიკრორაიონების და პატარიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის და სოფელი ახალდაბას მცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირის მცხოვრებლებს.

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თუმანიანის, შუშინის, მირზა შაფი ლაზახის, ბოტანიკურის, ახუნდოვის, გრიშაშვილის, გორგასლის და  ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის, დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ცაბაძის, მაიაკოვსკის და დავით ყიფიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ცაიშის, რეხის, ხუდადოვის და რაულ ეშბას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, მიხაკო წერეთლის, ბარბარე ერისთავი- ჯორჯაძის, ულიანოვის, კრუპსკაიას, რიონის, მორის ფოცხისვილის და დავით სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათთ: მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – აცხადებს თელასი.

კომენტარები