ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
სამთავრობო პროპაგანდა

პროსახელისუფლებო FACEBOOK-გვერდი მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს

სამშაბათი, 21 ივლისი, 2020 - 23:51
tbl.ge/4xrp
დაკოპირდა

პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური Facebook-გვერდი, სახელწოდებით "პოლიტიკური მოთვალთვალე" მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს. 

პოსტზე, რომელზეც ჟურნალისტები ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე და ეკა კვესიტაძე არიან გამოსახულები, გვერდი აღწერაში წერს: 

"ღმერთმა არ ქნას, თუმცა, თუ რამე უბედური შემთხვევა მოხდება, თუ რამე ტრაგედია დატრიალდება, თუ ვინმე არჩევნებამდე რამე პროვოკაციას მოაწყობს – ოპოზიცია ყველაფერს "ქართულ ოცნებას" დააბრალებს. ოპოზიციონერების ანარქიული თავაშვებულობა და მათი "მორალური კლიმატი" კატასტროფულ მაჩვენებელზეა და ისინი ნებისმიერი ხერხით ეცდებიან "ოცნების" რეიტინგის დაზიანებას. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, სიმართლე დავუპირისპიროთ იმ ტყუილებს, რომელსაც ოპოზიცია არჩევნებამდე გაავრცელებს. ისინი პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, ამიტომ, სხვა გზა აღარ
რჩებათ !!!"


პროსახელისუფლებო გვერდის მიერ არჩევნებამდე 3 თვით ადრე გამოქვეყნებული ასეთი შინაარსის პოსტი მუქარის ძლიერ აღქმას აჩენს. გასათვალისწინებელია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციური ლიდერი, გივი თარგამაძე ქალაქის ცენტრში საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. 

მაშინ ქართული ოცნების ლიდერები თავგამოდებით ამტკიცებდნენ, რომ ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო და მაშინ პარტიის ლიდერის აფეთქების დაკვეთა ოდესიდან, მიხეილ სააკაშვილისგან მოდიოდა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მთავარი არხის ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას თბილისში დაქირავებული მკვლელი გამოუგზავნა. 

გაბუნიას საქმეზე ცოტა რამაა ცნობილი. თუმცა, შეგვიძლია არსებული, საჯაროდ ცნობილი ფაქტებით ვივარაუდოთ, რომ უკრაინის საიდუმლო სამსახურების შეტყობინების გარეშე გაბუნიას მკვლელობა შესაძლებელია, თავიდან ვერ აერიდებინათ. 

საქართველოს ხელისუფლება "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში არ გამოირჩევა რუსული პროვოკაციებისადმი ეფექტური პრევენციული თუ საპასუხო მოქმედებებით. გასათვალისწინებელია, რომ, როდესაც ამ პროვოკაციებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ააშკარავებენ, საქართველოს ხელისუფლება ყველაზე მეტი, ერთჯერადი საჯარო დაგმობით შემოიფარგლება, სადაც მკაცრი ენაც კი დიდი დიპლომატიური სიფრთხილითაა შერჩეული, რომ კრემლი არ გაღიზიანდეს (მაგალითისთვის, იხილეთ საქართველოს ოფიციალური რეაქცია, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მიერ გამოვლენილ რუსულ მასობრივ ჰაკერულ თავდასხმაზე ქართული საიტების წინააღმდეგ 2019 წლის შემოდგომაზე).

ამ ფონზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ღიად არ გამორიცხავენ რუსეთის აქტიურ ჩარევას საქართველოს არჩევნებში. რუსეთის პროვოკაციული ჩარევების ამგვარი რაციონალური შიშების გათვალისწინებით და იმაზე ყურადღების გამახვილებითაც, რომ კრიტიკული ჟურნალისტების სიცოცხლის მოსპობა კრემლის ხელწერაა, განსაკუთრებით სახიფათოდ ჟღერს, ერთდროულად პროსახელისუფლებო და კრემლისტური პროპაგანდის გვერდების მიერ მსგავსად შეფუთული მუქარის შემცველი გზავნილების გამოქვეყნება.    

"პოლიტიკური მოთვალთვალე" 2020 წლის 13 იანვარს შეიქმნა, Facebook-ის მიერ ქართულ ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის წაშლიდან, დაახლოებით, 3 კვირაში. გვერდი როგორღაც გადაურჩა Facebook-ის მიერ წაშლილ მეორე ქსელს, რომლის უკანაც სოციალური ქსელის გიგანტმა ქართული ოცნების PR-მენეჯერის, კოკა ყანდიაშვილის სააგენტო ეSპერსონა დაასახელა. 

გვერდს პლატფორმაზე wix.com საკუთარი საიტიც აქვს შექმნილი, სადაც ოპოზიციური ლიდერების ძველი ვიდეოები იტვირთება. გვერდი, ძირითადად, ოპოზიციური პარტიების, მედიებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაშარჟებითა, თუ ლანძღვითაა დაკავებული, მაგალითად, ის აშარჟებს თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიას, განურჩევლად რეიტინგისა. ამასთან, ცდილობს, რომ ოპოზიციური მედიების გაშარჟებით ნიველირება გაუკეთოს იმ პრობლემებს, რაც არის ამა თუ იმ სფეროში. 

მთავრობის ქებაზე გვერდი ძალიან ცოტა დროს ხარჯავს, თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კი გვერდისთვის მთავარი ფოკუსი პრემიერმინისტრი გიორგი გახარიაა. მის შესახებ გვერდი ყველაზე მეტს წერს სახელისუფლებო გუნდიდან. 

 

ნიკა გვარამიაეკა კვესიტაძენანუკა ჟორჟოლიანინოდარ მელაძეპროსახელისუფლებო გვერდებიFacebookტროლებისამთავრობო პროპაგანდა

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 23 მარტი, 2021 - 10:29FACEBOOK-გვერდი BIDZINA IVANISHVILI & MEDIA გადაკეთდა და GAKHARIA & MEDIA ჰქვია
  • ოთხშაბათი, 6 მაისი, 2020 - 19:42ვოლსკი: საოცარია, რომ ყურადღება გადაიტანეს ყანდიაშვილზე, რასაკვირველია, ჩვენი გუნდის წევრია
  • ოთხშაბათი, 6 მაისი, 2020 - 19:24ყანდიაშვილი: Fake News-ებთან საბრძოლველად მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ Facebook-თან
  • ოთხშაბათი, 6 მაისი, 2020 - 18:44კალაძე: არ ვიცი ტროლები, ბოტები, ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ამის საჭიროება
  • ოთხშაბათი, 6 მაისი, 2020 - 16:49ბოკერია მდინარაძეზე: როცა ამბობენ, ჩვენ არაფერ შუაში ვართო, ეს ჩვეული უტიფრობაა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელია PSG-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
შაბათი, 30 მაისი, 2026 - 23:43

ზედიზედ მეორედ - ხვიჩა კვარაცხელია PSG-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

ტუსკი მედვედევის განცხადებაზე: NATO-მ ეს სიტყვები სერიოზულად უნდა მიიღოს
შაბათი, 30 მაისი, 2026 - 22:39

ტუსკი მედვედევის განცხადებაზე: NATO-მ ეს სიტყვები სერიოზულად უნდა მიიღოს

კანადამ და უკრაინამ კანადაში უკრაინული დრონების წარმოებაზე შეთანხმება გააფორმეს
შაბათი, 30 მაისი, 2026 - 21:13

კანადამ და უკრაინამ კანადაში უკრაინული დრონების წარმოებაზე შეთანხმება გააფორმეს

ჰეგსეთი დრონების გამოყენებაზე: უკრაინისგან ბევრი ვისწავლეთ, ეს ნამდვილად არის ჩვენი ფოკუსი
შაბათი, 30 მაისი, 2026 - 19:36

ჰეგსეთი დრონების გამოყენებაზე: უკრაინისგან ბევრი ვისწავლეთ, ეს ნამდვილად არის ჩვენი ფოკუსი

ადვოკატის განცხადებით, ჯაშუშობისთვის დაკავებული გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს
შაბათი, 30 მაისი, 2026 - 19:36

ადვოკატის განცხადებით, ჯაშუშობისთვის დაკავებული გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს

ყველაზე კითხვადი

უკრაინის საზღვაო ძალები: რუსეთმა შავ ზღვაში თურქულ გემზე იერიში მიიტანა
1უკრაინის საზღვაო ძალები: რუსეთმა შავ ზღვაში თურქულ გემზე იერიში მიიტანა
2წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
3ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მოკეტოს - მედვედევი რუმინეთში დრონის ჩამოვარდნაზე
4აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
5რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ბანკებს უკრაინული დრონების ჩამოგდების უფლებას აძლევს

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში