არჩევნები 2020

ივანიშვილი: ქართული ოცნება კვლავ შემძლეა იტვირთოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა

მინდა დარწმუნებით ვთქვა, გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შემძლეა იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, ჩვენმა გუნდა ქვეყანა ბევრი მიმართულებით წინ წაიყვანა. პროგრესია პრაქტიკულად, ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები არ არსებობს. ბევრია იმისთვის გასაკეთებელი, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში საქართველომ ბოლო 8 წლის განმავლობაში შეუქცევადად შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში.

დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში რა თქმა უნდა, საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხის ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე, დღევანდელი რეალობა სულ სხვა დღის წესრიგს გვიყენებს. გამოწვევები ბევრია, საშინაო თუ საგარეო, რომელსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების მაჟორიტარების წარდგენისას.

კომენტარები