მკვლელობა თბილისში

თბილისში 32 წლის კაცი მოკლეს - ეჭვმიტანილი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავა 28 წლის თ.ი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა დღეს, 19 ივლისს, შელაპარაკების შედეგად ცივი იარაღით ზურგში მიაყენა ჭრილობა 32 წლის კ.თ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

რუსთავი 2-ის ცნობით, გარდაცვლილია ყოფილი პოლიციელი, კახაბერ თეგეტაშვილი, რომელსაც ჭრილობები მიაყენეს, როგორც ზურგის, ასევე ყელის არეში. ტელეარხის ცნობით, ფიზიკურ ანგარიშსწორებას სიტყვიერი დაპირისპირება უსწრებდა წინ.

კომენტარები