ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი

გახარია გახელაძეზე: ეს ის საკითხია, რომელსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ

გიორგი გახარია
საქართველოს მთავრობა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზდიან გატაცბული ზაზა გახელაძის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს, ამოქმედებულია და საკითხს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

"გახელაძეხსთან დაკავშირებით დღეს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია. ჩვენ ასევე სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა კიდევ ასეთი შემთხვევა და ესეც ის საკითხია, რომელსაც ზოგ შემთხვევაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რომ პროცესს ხელი არ შევუშალოთ . ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქე ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სახლში დაბრუნება, ამიტომ დღეის მდგომარეობით, ყველა ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებობს, პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის ამოქმედებული". – თქვა გიორგი გახარიამ.

11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ზაზა გახელაძე დააკავეს. უკანონო დაკავებისას გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და ამის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა რუს სამხედროებს და საპასუხო სროლის დროს დაიჭრა. მას აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და გადაიყვანეს ახალგორის საავადმყოფოში, სადაც ამ დრომდე იმყოფება. 

 

კომენტარები