საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი ადამიანი. მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1010 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 885 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ამის გარდა, რამდენიმე დღის წინ საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს 28 ქართველი ჯარისკაცი – მათ კორონავირუსი ავღანეთში დაუდასტურდათ.





