ხვალ, 17 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის და აგლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, ტარიელის, დემეტრე თავდადებულის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა წყნეთის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და არაყიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილი-3 II, III მიკრორაიონების, ნავთლუღის, იუნკერთა, ჰოლბრუკის და სადგერის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლილოს დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, შუამთის და გოკიელის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გრიშაშვილის, გორგასლის, ფირდოუსის და დიდი ხეივნის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: თარხნიშვილის, ტატიშვილის, ბარნოვის, ყაზბეგის, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, მაჭავარიანის, მილორავას, შანიძის, ჯანაშიას, გუდაურის, ბელინსკის, გოგებაშვილის, ჭოველიძის და გუნიას ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ", - აცხადებს თელასი.





