ახალი კორონავირუსი აშშ-ში

ფლორიდაში ერთ დღეში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

Reuters

კვირას ფლორიდის შტატში კორონავირუსის 15 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აშშ-სთვის რეკორდული მაჩვენებელია.

ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდამდე ერთი დღით ადრე ფლორიდაში მნახველებისთვის უსაფრთხოების წესების დაცვით გაიხსნა Walt Disney World-ი.

Reuter-ის გათვლით, ფლორიდა რომ ქვეყანა ყოფილიყო, დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობით ის მხოლოდ აშშ-ს, ბრაზილიასა და ინდოეთს ჩამორჩება.

ამ დროისათვის აშშ-ში ახალი კორონავირუსის 3.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 138 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 1.5 მილიონზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები