საგარეო ვაჭრობა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით შემცირდა, იმპორტი 16.5%-ით

Getty Images

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 16.3%-ით შემცირდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 15.6%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 503.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი კი 16.5%-ით შემცირდა 3 მილიარდ 568.9 მილიონ დოლარამდე.

სავაჭრო დეფიციტი იანვარ-ივნისში ბრუნვის 40.7%-ს შეადგენდა.

საქსტატი ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 20 ივლისს გამოაქვეყნებს.

კომენტარები