კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი

Tom Wolf

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი. მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 973 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 846 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამის გარდა, საქართველოში სამკურნალოდ გადმოიყვანეს 28 ქართველი ჯარისკაცი - მათ კორონავირუსი ავღანეთში დაუდასტურდათ.

კომენტარები